среда, 9 ноября 2016 г.

ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში

       სასწავლო პროცესში  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება გაკვეთილი გავხადოთ მრავალფეროვანი, მოსწავლეთათვის საინტერესო და  სახალისო. ისტის საშუალებით შესაძლებელია ერთიდაიგივე  სასწავლო თემის სხადასხვა მეთოდით დამუშავება და ისე მიწოდება მოსწავლეებისათვის. მაგალითად ერთ კონკრეტულ თემაზე შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია, გავაკეთოთ პრეზენტაცია, შევქმნათ პროექტი და ასე შემდეგ. ისტი ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებისას.
   

          I დღე
    ტრენინგის დაწყებისას გავეცანი ტრენინგის მიზნებს, ხანგრძლივობას და მის მნიშვნელობას პროფესიული განვითარებისათვის. გავიაზრე მასწავლებლის კომპეტენციები ისტის გამოყენების სფეროში. ცოდნის გაღრმავების მიზნით ვიმუშავე სქემების შედგენაზე ტექსტურ რედაქტორში smartArt-ის გამოყენებით.

        II დღე
    გავეცანით  gmail-ის ფუნქციებს, გავიგეთ  driv-ის მნიშვნელობა. განვიხილეთ  გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები  და სწავლების სამფაზიანი მოდელი A,B,C.  ტექსტურ რედაქტორში შევქმენი ჩემი საგნის შესაბამისი გაკვეთილის გეგმის შაბლონი.

       III დღე
    შევისწავლე გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით. npdc-დან მოვიძიე საგნობრივი სტანდარტი, რომლის გამოყენებით დავწერე გაკვეთილის გეგმისათვის საჭირო  მიზანი და დავასრულე გაკვეთილის გეგმაზე მუშაობა.

      IV დღე
   გავეცანით გაკვეთილის სხვადასხვა ფაზაში პრეზენტაციის მომზადების პრინციპს. ვიმუშავეთ ჯგუფებში და შევქმენით ტრენერის მიერ მითითებული გაკვეთილის გეგმის შესაბამისი პრეზენტაციები. ინტერნეტიდან მოვიძიეთ ამ პრეზენტაციისათვის საჭირო მასალები.

     V დღე
   გავიგე ბლოგის მნიშვნელობა, შევქმენი ჩემი ბლოგი. ბლოგში გავაკეთე შესაბამისი მენიუ. ვისწავლე ბლოგში დოკუმენტაციის ატვირთვა.

    VI დღე
  გავეცანით პროგრამა MS powerpoint-ს და მის ფუნქციებს. ვიმუშავე ამ პროგრამაში და შევქმენი ჩემი გაკვეთილის გეგმის C ფაზის შესაბამისი პრეზენტაცია. ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ ამ პროგრამას სასწავლო პროცესში.

    VII დღე
  გაცეცანით სხვადასხვა ინტერნეტ მისამართებს, სადაც ატვირთულია ელექტრონული თამაშები და ვირტუალური ლაბორატორია. შევისწავლე მისი გამოყენების საშუალებით როგორ გავხადო გაკვეთილი მოსწავლეებისათვის სახალისო, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული.
   ვისწავლეთ youtube-დან ვიდეომასალების ჩამოტვირთვა და მათი ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში. ჩამოვტვირთე საინტერესო ვიდეომასალები.

     VIII დღე
   გავეცანით შეფასების სხვადასხვა პრინციპებს, ინსტრუმენტებს და მეთოდებს. ვიმუშავეთ ჯგუფებში, რათა გავრკვეულიყავით შეფასების მიზანს, ამოცანებსა და საშუალებებში განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების დროს. გავარჩიეთ სხვადასხვა სიტუაციური ამოცანები.

    IX დღე
  google doc-ში შექმნილი დოკუმენტაცია გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა და პრეზენტაცია ავტვირთე ჩემს ბლოგზე. ვისწავლე ბლოგის ეფექტებისა და ფონის შეცვლა. მოვახდინე ბლოგის გადასხვაფერება ჩემი სურვილისამებრ. ვისწავლე google doc-ში შექმნილი დოკუმენტაციის word-ის დოკუმენტად ჩამოტვირთვა, დაკოპირება და ბლოგში ატვირთვა.

    X დღე
  ვისწავლეთ gmail-ში დოკუმენტებისა და ტექსტის თარგმნა. ინგლისურ ენაზე მოსული ტექსტი ვთარგმნე ქართულ ენაზე, ასევე ჩამოვტვირთე  ინგლისურ ენაზე მოსული დოკუმენტი და ვთარგმნე სასურველ ენაზე.
   გავეცანით პროექტის შაბლონს, მის შემადგენელ კომპონენტებს. google doc-ში შევქმენი პროექტის შაბლონი. საშინაო დავალებად მოგვეცა პროექტზე მუშაობა.

    XI დღე
 განვიხილეთ შესრულებული პროექტები. გამოვასწორეთ  ტრენერის მიერ მითითებული ხარვეზები. დაგვევალა  პრეზენტაციის განმვავითარებელ შეფასების რუბრიკაზე მუშაობა.

   XII დღე
განვიხილეთ შესრულებული პრეზენტაციის განმავითარებელი შეფასების რუბრიკები და გავასწორეთ ტრენერის მიერ მითითებული ხარვეზები. გავეცანით ელექტრონულ პორტფოლიოს და მის საფეხურებს. ერთობლივად მოხდა ეთიკური და სამართლებრივი ნორმების განხილვა.

  XIII დღე
ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების დადება.  ბლოგზე დავდე სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი  რამდენიმე ლინკი.  ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემს მიერ შექმნილი  პროექტი და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გავეცანით ჯგუფის წევრების ბლოგებს და მოვახდინე ზოგიერთი მათგანის დაკომენტარება.

  მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში ეფექტური დაგეგმვისა და მიმდინარეობისათვის.

   

Комментариев нет:

Отправить комментарий