პროექტის სახელწოდება
|
,, ენერგიის მიღება, მისი განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები’’
|
პროექტის მთავარი იდეა
|
თემის ირგვლივ შესწავლილი მწირი ინფორმაცია არ იძლევა სრულყოფილად შედეგზე გასვლის საშუალებას, რამაც განაპირობა ამ თემის წინა პლანზე წამოწევა.
|
პროექტის მნიშვნელობა/აქტუა- ლობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს და მათ მნიშვნელობას. რეალური წარმოდგენა შეექმნებათ ენერგიის გარდაქმნის, მიღების და გადაცემის შესახებ.განუვითარდებათ ყოფა-ცხოვრებაში ენერგიის ეფექტურად გამოყენების უნარ-ჩვევები.
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ ენერგიის ფორმებსა და მათი მიღების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებას. გაეცნობიან ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს. შეისწავლიან ენერგიის ერთი ფორმიდან მეორეში გარდაქმნასა და გამოყენებას პრაქტიკაში. გაეცნობიან მსოფლიოში არსებული ენერგიის წყაროების გეოგრაფიულ მდებარეობას. განუვითარდებათ კვლევის, მონაცემთა ინტერპრეტაციის, ანალიზის, მსჯელობის, აზრის მოსმენისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები.
|
მოსწავლეთა ასაკი
|
13-14 წელი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
6 მოსწავლე, მათ შორის არცერთი არ არის სსსმ მოსწავლე.
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
2 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რა შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები შექმნიან სლაიდებს, თვალსაჩინოებებს, მსოფლიოში არსებული ენერგიის წყაროების შესახებ დიაგრამებს, ენერგიის გარდაქმნის, მიღებისა და გადაცემის შესახებ სქემებს, კედლის გაზეთს და წარმოადგენენ პრეზენტაციას.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსები
|
კალამი, თაბახის ფურცლები, ფორმატი, ფერადი ფანქრები და მარკერები, ინტერნეტი, რუქა, რვეული , ფოტოაპარატი, პროექტორი.
|
პროექტის მსვლელობა
|
აქტივობა 1
მასწავლებელი რამოდენიმე შერჩეული თემიდან მოსწავლეებს სთავაზობს აირჩიონ მათთვის უფრო საინტერესო, მისაღები და აქტუალური თემა. მასწავლებელი და მოსწავლეები თანხმდებიან თემის
,, ენერგიის მიღება, მისი განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები’’აქტუალობაში. მოსწავლეები გამოთქვამენ სურვილს შექმნან აღნიშნულ თემაზე პროექტი.
აქტივობა 2
მასწავლებელს წინასწარ აქვს გამზადებული მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი კონვერტები. კონვერტების რაოდენობის ნახევარში მოთავსებულია ბარათები წარწერით ენერგიის განახლებადი წყაროები, ხოლო მეორე ნახევარში ბარათები წარწერით ენარგიის არაგანახლებადი წყაროები. მოსწავლეები ირჩევენ სასურველ კონვერტებს და ხდება მათი ორ ჯგუფად გაყოფა, რომელთაგან ერთ ჯგუფს ხვდება ენერგიის განახლებად წყაროებზე მუშაობა, ხოლო მეორე ჯგუფს ენერგიის არაგანახლებად წყაროებზე მუშაობა.
აქტივობა 3
მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს ინსტრუქციას შესასრულებელი დავალებების შესახებ. კითხვა-პასუხის რეჟიმით ახდენს წინარე ცოდნის გახსენებას.
აქტივობა 4
ჯგუფები მოიძიებენ და გაეცნობიან ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციებს, ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ. ახდენენ ინფორმაციის დახარისხებას და ისტის პედაგოგის დახმარებით ქმნიან სლაიდებს.
აქტივობა 5
ჯგუფები ხვდებიან ინტეგრირებული საგნის მასწავლებელს და მისი დახმარებით სასწავლო თემატურ რუქებზე მოიძიებენ ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროების გეოგრაფიულ ადგილ- მდებარეობას. ახდენენ ინფორმაციის ჩანიშვნას და წრიული დიაგრამების შექმნას.
აქტივობა 6
ჯგუფები ხვდებიან საგნის მასწავლებელს და არსებული მასალების შესახებ იღებენ მისგან უკუკავშირს. ხარვეზების შემთხვევაში ჯგუფებს ეძლევათ დამატებითი დრო მათ გამოსასწორებლად.
აქტივობა 7
მასწავლებელი ხვდება ჯგუფებს და იგეგმება თემების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე ქვემო ქართლში გარდაბნის თბოელექტროსადგურსა და მცხეთა-მთიანეთის, კერძოდ: სიონის ჰიდროელექტროსადგურებში სასწავლო ექსკურსიები თეორიული მასალის პრაქტიკასთან დაკავშირების მიზნით.
აქტივობა 8
მასწავლებელთნ ერთად მოხდა ჯგუფების წაყვანა გარდაბანის თბოელექტროსადგურსა და სიონის ჰიდროელექტროსადგურებში, ჯგუფები ადგილზე დაკვირვებით გაეცნენ ენერგიის გარდაქმნის, მიღების და მომხმარებლამდე მისი მიწოდების ეტაპებს. მათ მიერ მოხდა თითოეული ეტაპის რვეულში ჩანიშვნა და ფოტოებზე აღბეჭვდა.
აქტივობა 9
ადგილზე დაკვირვების, ჩანიშნული ინფორმაციის და გადაღებული ფოტომასალის საფუძველზე მოხდა ჯგუფების მიერ ნანახის გაანალიზება და შესაბამისი სქემებისა და კედლის გაზეთის შექმნა.
აქტივობა 10
მომზადდა აუდიტორია ჯგუფების მიერ მომზადებული პროექტის წარსადგენად. მოწვეულ იქნენ ინტეგრირებული საგნების პედაგოგები და საბუნენისმეტყველო კათედრის წევრები.
აქტივობა 11
წარდგენილი იქნა ჯგუფების მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაცია თანდართული კედლის გაზეთით, სქემებით და დიაგრამებით.
აქტივობა 12
ჯგუფებმა შექმნეს კლასის ბლოგი და ყველა შექმნილი მასალა განათავსეს ბლოგზე.
|
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
|
გეოგრაფია, ისტი
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
მაია გორელაშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
gorelashvilimaia@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://gorelashvilimaia.blogspot.com/
|
პრეზენტაციის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
სუსტი
|
საშუალო
|
კარგი
|
პრეზენტაციის ვიზუალური მხარე
|
უინტერესოა
|
ნაკლებად საინტერესოა
|
საინტერესოდ არის მოწოდებული
|
პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე
|
შინაარსობრივად
ბუნდოვანია
|
შინაარსობრივად გასაგებია
|
ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი საკითხები გასაგებია.
|
საუბარი
|
გაუგებრად საუბრობს
|
გამართული და გასაგებია, აკლია დამაჯერებლობა
|
გამართული და გასაგებია, საუბრობს დარწმუნებით
|
დასკვნები
|
დასკვნები არ არის ლოგიკური
|
დასკვნები ლოგიკურია, მაგრამ არის ხარვეზები
|
დასკვნები ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული
|
აუდიტორიასთან კონტაქტი
|
ვერ ამყარებს კონტაქტს
|
პერიოდულად ამყარებს კონტაქტს
|
ამყარებს კონტაქტს, კარგად ფლობს კომუნიკაციის უნარებს
|
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
|
ვერ პასუხობს აუდიტორიის შეკითხვებს
|
თითქმის ყველა შეკითხვას პასუხობს
|
ყველა კითხვაზე პასუხობს დამაჯერებელად
|
პასუხობს თემას.მოძიებული მასალა შეესაბამება თემას,სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს.იცავს დროის ლიმიტს,გამოყენებულია მრავალფეროვანი საინფორმაციო წყარო.
ОтветитьУдалитьქალბატონო მაია მომეწონა თქვენი პროექტის თემა, წარმატებები.
ОтветитьУдалить